Saturday, May 4, 2019

მეექვსე დღის რეფლექსია

მეხუთე მოდულის რეფლექსია
დღეს დრაივში გავაზიარეთ მოსწავლის ნაშრომი და გავაკეთეთ 3 შეკითხვა,2 კომენტარი და 1 რჩევა.ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი პრეზენტაცია.(მოსწავლის ნაშრომი)შემდეგ გავარჩიეთ ჩვენი პორთფოლიოს შენიშვნის განხილვა.ასევე განვიხილეთ მეხუთე მოდული,რჩევები დამეთოდები,უკუკავშირი გაკვეთილზე გამოყენებული თვითშეფასების რეფლექსია,მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომის ადაპტირება,პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა.შეფასების გეგმა.
მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით...



მეხუთე მოდულის ძირითადი საკითხები:
  • შეფასება ინტეგრირებული უნდა იყოს საპროექტო დავალებებში და უნდა შეესაბამებოდეს შეფასების მიზნებს.
  • მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები უნდა მოიცავდეს შინაარსობრივ ნაწილს და, ასევე, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, განსაზღვრავდეს, რა ცოდნა და უნარ-ჩვევები შედის პროექტში.
  • რუბრიკა წარმოგვიდგენს ამოცანების მახასიათებლებს (მარცხენა სვეტი) და აღწერით ნაწილს (მარჯვენა სვეტი) და მიგვითითებს შესრულების სტანდარტზე.
  • გამოიყენეთ შემაჯამებელი შეფასების ფორმები პროდუქტისა და შესრულების ხარისხის შეფასებისთვის.
  • ქვემოთ წარმოდგენილი რეკომენდაციები დაგეხმარებათ შეფასების ფორმების შექმნისა და მოდიფიცირების პროცესში (Airasian, 1991):
  • შეასრულეთ დავალება მოსწავლის ნაცვლად;
  • შეამოწმეთ, შეესაბამება თუ არა ამოცანის მახასიათებლები (მარცხენა სვეტში) მიზნებს;
  • შეზღუდეთ მახასიათებლების რაოდენობა;
  • მიიღეთ კოლეგებისა და მოსწავლეების უკუკავშირი;
  • აღწერითი ნაწილი დაწერეთ მოსწავლეთათვის გასაგებ ენაზე;
  • თავი აარიდეთ ბუნდოვანი სიტყვების გამოყენებას;
  • შეამოწმეთ მახასიათებლების თანმიმდევრობა.

No comments:

Post a Comment