Sunday, May 12, 2019

მერვე დღის რეფლექსია

მეშვიდე მოდულის ძირითადი საკითხები:
  • კითხვების დასმა ეფექტური სწავლების შემადგენელი ნაწილია. კარგი კითხვები გვეხმარება წინა გაკვეთილებთან და ჩვენს ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან აზრიანი კავშირების გაბმაში.
  • მასწავლებლის ქცევა, საკლასო გარემო და სასწავლო პროექტის განხორციელების სტრატეგიები მნიშვნელოვანია მოსწავლეზე ორიენტირებული გაკვეთილის წარმართვაში.
  • განხორციელების გეგმაში მითითებულია გაკვეთილის მომზადების, ჩატარების და მისი დასრულებისთვის საჭირო მოთხოვნები.
  • მუდმივი პროფესიული განვითარება მნიშვნელოვანია ზრდისა და პროგრესის მდგრადობისთვის.
  • მეშვიდე მოდულის გაცნობა,ფასილიტაცია ტექნოლოგიებით.მოვახდინეთ დაჯგუფება,განვიხილეთ ფორმა,შეკითხვები და მინიშნებები,გავაკეთეთ პრეზენტაცია და შევკმენით ფასილიტაციის რესურსი

მეცხრე დღის რეფლექსია

მერვე მოდულის რეფლექსია
დღეს წარმოვადგინეთ სასწავლო პროექტის გეგმა და დამხმარე მასალები.მოვამზადეთ მასალა პრეზენტაციისათვის,ასევე ვიფიქრეთ როგორ მოვაწყობთ პროექტის ჩვენებას კლასში.გავაანალიზეთ ტრენინგკურსი და გავუზიარეთ შთაბეჭდილებები,რჩევები გაუმჯობესებისათვის.ინტელის სასწავლო კურსის ზოგად შეფასებებს შევეხეთ ,ბოლოს გავაკეთეთ ჩვენი პროექტის გეგმის პრეზენტაცია,უღრმესი მადლობა ტრენერს ასეთი საინტერესო და პოზიტიური ტრენინგისთვის,აქ მიღებულ გამოცდილებას აუცილებლად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში.

Sunday, May 5, 2019

მეშვიდე დღის რეფლექსია


დღეს განვიხილეთ მეექვსე მოდული...დაგეგმვა,მოსწავლეთა წარმატებისთვის ჯგუფებად ვიყავით დაოპილი,ჯგუფში ვიყავით 3 წევრი,გვკონდა თემა გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტი,pover point-ში მოვამზადეთ პრეზენტაცია და პროექტორის მეშვეობით გავაცანით მთელ ჯგუფს.ასევე გავარჩიეთ სხვა ჯგუფების პრეზენტაცია,შემდეგ შევავსეთ კითხვარი დიფერენცირებულ სწავლებაზე,რესურსებში გამოცემული მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით...



მეექვსე მოდულის ძირითადი საკითხები:


მოსწავლეზე ორიენტირებულ გარემოზე გადასვლა როგორც მასწავლებლის, ისე მოსწავლის მიერ, მცირე ცვლილებებს მოიცავს.
მასწავლებლებმა უნდა იმუშაონ მოსწავლეებთან, რათა დამოუკიდებელი შემსწავლელის როლის განვითარებაში დაეხმარონ.
მოსწავლეებმა სწავლის პროცესში აქტიური როლი უნდა იკისრონ.
მასწავლებლები განასხვავებენ დიფერენცირებული სწავლების ოთხ სახეს:
შინაარსი
პროცესი
პროდუქტი
სასწავლო გარემო
მასწავლებლებს შეუძლიათ, სწავლის სტილი მრავალი მხრიდან გააანალიზონ, მათ შორის, განიხილონ ვიზუალურ-კინესთეტიკურ-აუდიო შემსწავლელები, მარცხენა ნახევარსფეროზე/მარჯვენა ნახევარსფეროზე დამოკიდებული შემსწავლელები, მრავალმხრივი ინტელექტის თეორიის მიხედვით განაწილებული შემსწავლელები.
ყველა ტიპის შემსწავლელის საჭიროებების დაკმაყოფილება მოითხოვს საფეხურებრივ სწავლებას, რათა მოსწავლის თავდაჯერებულობა და დამოუკიდებლობა თანდათანობით გაიზარდოს.
ვეცანით მოსწავლეთა მხარდაჭერის დოკუმენტებს

Saturday, May 4, 2019

მეექვსე დღის რეფლექსია

მეხუთე მოდულის რეფლექსია
დღეს დრაივში გავაზიარეთ მოსწავლის ნაშრომი და გავაკეთეთ 3 შეკითხვა,2 კომენტარი და 1 რჩევა.ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი პრეზენტაცია.(მოსწავლის ნაშრომი)შემდეგ გავარჩიეთ ჩვენი პორთფოლიოს შენიშვნის განხილვა.ასევე განვიხილეთ მეხუთე მოდული,რჩევები დამეთოდები,უკუკავშირი გაკვეთილზე გამოყენებული თვითშეფასების რეფლექსია,მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომის ადაპტირება,პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა.შეფასების გეგმა.
მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით...



მეხუთე მოდულის ძირითადი საკითხები:
  • შეფასება ინტეგრირებული უნდა იყოს საპროექტო დავალებებში და უნდა შეესაბამებოდეს შეფასების მიზნებს.
  • მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები უნდა მოიცავდეს შინაარსობრივ ნაწილს და, ასევე, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, განსაზღვრავდეს, რა ცოდნა და უნარ-ჩვევები შედის პროექტში.
  • რუბრიკა წარმოგვიდგენს ამოცანების მახასიათებლებს (მარცხენა სვეტი) და აღწერით ნაწილს (მარჯვენა სვეტი) და მიგვითითებს შესრულების სტანდარტზე.
  • გამოიყენეთ შემაჯამებელი შეფასების ფორმები პროდუქტისა და შესრულების ხარისხის შეფასებისთვის.
  • ქვემოთ წარმოდგენილი რეკომენდაციები დაგეხმარებათ შეფასების ფორმების შექმნისა და მოდიფიცირების პროცესში (Airasian, 1991):
  • შეასრულეთ დავალება მოსწავლის ნაცვლად;
  • შეამოწმეთ, შეესაბამება თუ არა ამოცანის მახასიათებლები (მარცხენა სვეტში) მიზნებს;
  • შეზღუდეთ მახასიათებლების რაოდენობა;
  • მიიღეთ კოლეგებისა და მოსწავლეების უკუკავშირი;
  • აღწერითი ნაწილი დაწერეთ მოსწავლეთათვის გასაგებ ენაზე;
  • თავი აარიდეთ ბუნდოვანი სიტყვების გამოყენებას;
  • შეამოწმეთ მახასიათებლების თანმიმდევრობა.