:მეორე მოდულის პირველი ნაწილი დამეხმარა, გამეანალიზებინა სტანდარტების, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების გამოყენება
- მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები ხელს უწყობს მოსწავლეებს, გამოიყენონ მაღალი დონის სააზროვნო უნარები, სრულყოფილად გაიგონ ძირითადი ცნებები და სისტემურად გაუკეთონ ორგანიზება ფაქტობრივ ინფორმაციას. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები შედგება შემდეგი კომპონენტებისგან:
- ზოგადი კითხვები ღია ფორმატის და ზოგადი ტიპის კითხვებია, რომლებიც დიდ იდეებს და ცნებებს ეხება. ზოგადი კითხვები კვეთს სხვადასხვა დისციპლინას და ეხმარება მოსწავლეებს, დაინახონ კავშირი სხვადასხვა საგანს შორის.
- თემატური კითხვები ღია ფორმატის კითხვებია, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება პროექტს ან ტრენინგის თემას. მათი მეშვეობით აგროვებთ ინფორმაციას ძირითად კითხვებზეც.
- შინაარსობრივი კითხვები ფაქტებზე დაფუძნებული, კონკრეტული კითხვებია, კონკრეტული პასუხებით.
- დღეს განვიხილეთ საშუალო საფეხურის სასწავლო საფეხური.გავარჩიეთ რომეო და ჯულიეტას პროექტის გეგმა.ასევე განვიხილეთ მეორე მოდული,განახლებული ბლუმის ტაქსონომიის სიტყვები,ზმნების კლასიფიკაცია,21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების სიტყვები,სტანდარტების და მიზნების რუბრიკა.გავაკეთეთ ჩანიშვნები ამ საკითხთან დაკავშირებით/
No comments:
Post a Comment