Saturday, April 20, 2019

მეხუთე დღის რეფლექსია


მესამე მოდულის რეფლექსია
მეორე მოდულის მეორე ნაწილი  დამეხმარა, გამეანალიზებინა განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით...
  • შეფასების ფორმები პროექტებზე დაფუძნებული თემებისთვის უნდა:
  • ინტეგრირდეს სასწავლო ციკლში
  • აფასებდეს თემის მნიშვნელოვან ამოცანებს
  • რთავდეს შეფასების პროცესში მოსწავლეებს
  • იყენებდეს შეფასების უამრავ სტრატეგიას:
  • მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად
  • თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის წასახალისებლად
  • პროგრესის მონიტორინგისთვის
  • გაგების ხარისხის შემოწმებისა და მეტაკოგნიტური აზროვნების წასახალისებლად
  • ნასწავლი მასალისა და უნარ-ჩვევის დემონსტრირებისთვიპროექტის ინფორმაცია,ჩავსვითგამოყენებული ლინკი გამოყენებული ლიტერატურის მარტივ ფორმატში.ბოლოს გავაკეთეთ მოსწავლის ნამუშევრის პრეზენტაცია.ძალიან საინტერესო ტრენინგი იყო.
  • მეოთხე მოდულის რეფლექსია
  • როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სწავლის პროცესის ხელშეწყობისა და შეფასებისთვის?
    მეოთხე მოდულის ძირითადი საკითხები:
    • მოსწავლის მიერ პროექტის დაგეგმვა და განვითარება მოითხოვს:
    • სასწავლო პროექტის შესაბამის, მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე პასუხების გაცემას
    • ცნებების, უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გააზრებას
    • მაღალი სააზროვნო დონისა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების დემონსტრირებას
    • ცხოვრებისეულ რეალობასთან კავშირების დამყარებას
    • ტექნოლოგიების ეფექტურად და ადეკვატურად გამოყენებას
    • კონკრეტული ტექნოლოგიური საშუალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მის ძლიერ მხარეებს, თემატიკასთან და სასწავლო ამოცანებთან შესაბამისობას უნდა დაეფუძნოს. პროექტების შესაბამისი ტექნოლოგიური ინსტრუმენტების საშუალებებია:
    • პრეზენტაციები: ინფორმაციის ზეპირი წარმოდგენისთვის შეიძლება მოიცავდეს ფოტოებს, გრაფიკებს, ცხრილებს, ხმოვან ეფექტებს, ვიდეოებსა და სხვა რესურსების ბმულებს
    • პუბლიკაციები: ტექსტური კომუნიკაციისთვის შეიძლება მოიცავდეს ფოტოებს, გრაფიკებს, ცხრილებს
    • ვიკის ვებგვერდები ონლაინ: ტექსტზე ორიენტირებული მასალა, რომელთა რედაქტირება ერთდროულად რამდენიმე ადამიანს შეუძლია
    • ბლოგები ონლაინ: ტექსტური ჟურნალი, რომლებიც მოელის პასუხებს მკითხველისგან.
    • დღეს განვიხილეთ მესამე და მეოთხე მოდული.ვისწავლეთ  დრაივში სლაიდში ჩასმა,ელ ფოსტაზე გადაგზავნა სხვასთან,ასევე კომენტარები გავუკეთეთ სხვების პრეზენტაციას,ეს ყველაფერი გადავუგზავნე ისევ იმ პიროვნებას რომლის პრეზენტაციაც დავათვალიერე,შემდეგ გავაზიარეთDRIVE-ში სლაიდები..
    • გავეცანით მოსწავლის მიერ მაღალი სააზროვნო უნარების გამოვლინებას,თუ როგორ შეუძლია მოსწავლეს გაიაზროს ცნებები,უნარ- ჩვევები,რამდენად ეფექტურად გამოიყენოს ტექნოლოგიები სხადასხვა  მიმართულების დავალებების შესასრულებლად

Sunday, April 14, 2019

მეოთხე დღის რეფლექსია.


ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა სტანდარტები ს მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ან განმავითარებელიშეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით.გვკონდა შეფასების სხვადასხვა მეთოდის განხილვა,/პროექტების შეფასება/მოსწავლეების საჭიროების დადგენა,დამოუკიდებელი მოსწავლეების ჩამოყალიბება,პროგრესის მონიტორინგი,გაგების შემოწმება,გაგების დემონსტრირება,ასევე power point-ში შევქმენით ჩვენი პროექტის სლაიდი

მეორე მოდულის მეორე ნაწილი  დამეხმარა, გამეანალიზებინა განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით...
  • შეფასების ფორმები პროექტებზე დაფუძნებული თემებისთვის უნდა:
  • ინტეგრირდეს სასწავლო ციკლში
  • აფასებდეს თემის მნიშვნელოვან ამოცანებს
  • რთავდეს შეფასების პროცესში მოსწავლეებს
  • იყენებდეს შეფასების უამრავ სტრატეგიას:
  • მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად
  • თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის წასახალისებლად
  • პროგრესის მონიტორინგისთვის
  • გაგების ხარისხის შემოწმებისა და მეტაკოგნიტური აზროვნების წასახალისებლად
  • ნასწავლი მასალისა და უნარ-ჩვევის დემონსტრირებისთვის

Sunday, April 7, 2019

მესამე დღის რეფლექსია


:მეორე მოდულის პირველი ნაწილი  დამეხმარა, გამეანალიზებინა სტანდარტების, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების გამოყენება 

  • მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები ხელს უწყობს მოსწავლეებს, გამოიყენონ მაღალი დონის სააზროვნო უნარები, სრულყოფილად გაიგონ ძირითადი ცნებები და სისტემურად გაუკეთონ ორგანიზება ფაქტობრივ ინფორმაციას. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები შედგება შემდეგი კომპონენტებისგან:
  • ზოგადი კითხვები ღია ფორმატის და ზოგადი ტიპის კითხვებია, რომლებიც დიდ იდეებს და ცნებებს ეხება. ზოგადი კითხვები კვეთს სხვადასხვა დისციპლინას და ეხმარება მოსწავლეებს, დაინახონ კავშირი სხვადასხვა საგანს შორის.
  • თემატური კითხვები ღია ფორმატის კითხვებია, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება პროექტს ან ტრენინგის თემას. მათი მეშვეობით აგროვებთ ინფორმაციას ძირითად კითხვებზეც.
  • შინაარსობრივი კითხვები ფაქტებზე დაფუძნებული, კონკრეტული კითხვებია, კონკრეტული პასუხებით.
  • დღეს განვიხილეთ საშუალო საფეხურის სასწავლო საფეხური.გავარჩიეთ რომეო და ჯულიეტას პროექტის გეგმა.ასევე განვიხილეთ მეორე მოდული,განახლებული ბლუმის ტაქსონომიის სიტყვები,ზმნების კლასიფიკაცია,21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების სიტყვები,სტანდარტების და მიზნების რუბრიკა.გავაკეთეთ ჩანიშვნები ამ საკითხთან დაკავშირებით/
                                                                          

Saturday, April 6, 2019

პირველ რიგში გილოცავთ ყველას ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს.განწყობა მაკვს ძალიან კარგი.ველოდები საიმტერესო ტრენინგს.

Friday, April 5, 2019

მეორე დღის რეფლექსია

დღეს შევკმენით ბლოგი,მოვათავსეთ მაშში პირველი დღის რეფლექსია,გავეცანით შაბლონებს,ბროშურების შექმნას,ჩეკლისტებს,ვისაუბრეთ საპროექტო თემაზე,გავეცანით პროექტს შეფასების მიზნების ცხრილი,დავგეგმეთ მომდევნო დღის დავალება.გავეცანით საკვანძო კითხვებს,როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა დამოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად.

პირველი დღის რეფლექსია

პირველი დღე დაიყო ერთმანეთის გაცნობით.სახალისო აქტივობა გვქონდა.წინასწარ იყო ბარათები გამზადებული.ჩვენს მიერ შერჩეულ ბარათზე უნდა გაგვეცა პასუხი.შემდეგ შევქმენით საქაღალდე,სადაც მოვათავსეთ სასწავლო პროექტის შაბლონი და სხვადასხვა საკითხები.ტრენინგი ძალიან საინტერესო იყო